Accessibility links

logo-print

ერაყის საარჩევნო კომისია ხმების ხელახლა დათვლას გამორიცხავს


ერაყის საარჩევნო კომისია გამორიცხავს ხმების ხელმეორედ დათვლას 7 მარტის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ აიად ალაუის გუნდი მცირე უპირატესობით უსწრებს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის კოალიციას. არჩევნების საბოლოო შედეგები პარასკევს უნდა გამოცხადდეს. ერაყის პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი ხმების განმეორებით დათვლას მოითხოვენ. მაგრამ ერაყის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფარაჯ ალ-ჰაიდარიმ კვირას უარყო ეს მოთხოვნა.
XS
SM
MD
LG