Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვრის მონაცემებით, მსოფლიოში 880 მილიონი ადამიანი სუფთა წყლის გარეშეა


წითელი ჯვრის მონაცემებით, მსოფლიოში 880 მილიონამდე ადამიანი სუფთა წყლის გარეშეა, ხოლო 2,7 მილიარდი ადამიანი - რიგიანი სანიტარული მოწყობილობების გარეშე. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კლიმატური ცვლილებები, ურბანიზაციის სწრაფი და დაუგეგმავი პროცესი და მიგრაცია სულ უფრო ნეგატიურ გავლენას ახდენს ადგილებზე, სადაც ყველაზე ღარიბები ცხოვრობენ. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის მთავარი თემა წელს წყლის ხარისხია.
XS
SM
MD
LG