Accessibility links

logo-print

ლეიბორისტების შეკრებაზე ოპოზიციის ნაწილი მივიდა


ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა შეხვედრა

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა შეხვედრა

ლეიბორისტული პარტიის ინიციატივით, დღეს თბილისში ოპოზიციური შეკრება გაიმართა. მასში არ მონაწილეობდნენ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, საქართველოს გზის, ეროვნული ფორუმისა და ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენლები.

ლეიბორისტთა ინიციატივით შეკრებილი ოპოზიციის ლიდერებმა სამოქმედო გეგმების შესახებ და მსოფლიო დემოკრატიული თანამეგობრობისადმი მიმართვის ტექსტზე დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს.

მიმართვაში ნათქვამია, რომ “მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი მოქმედებების შედეგად სახელმწიფო დაშლილია, ქვეყანაში დამყარებულია ავტორიტარულ-ტერორისტული რეჟიმი, ხელისუფლების ყველა შტო მოქცეულია პრეზიდენტის პირადი კონტროლის ქვეშ, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მოქმედებს მკაცრი სახელისუფლებო რეპრესიული მანქანა და სრული კონტროლია დამყარებული სატელევიზიო მედიაზე, რომელიც სააკაშვილის დაკვეთით მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებს და ომის პროპაგანდას ეწევა.”

მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში არჩევნების ჩატარების სამართლებრივი და პოლიტიკური გარანტიები. მათივე შეფასებით, 13 მარტს, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის სცენარითა და დაკვეთით ტელეკომპანია “იმედის” “მოდელირებულმა ქრონიკამ” ცხადყო, რომ ავტორიტარული რეჟიმი შევიდა უკიდურესად საშიშ ფაზაში, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, არამედ რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას.

მიმართვის ავტორები მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობას, მოუწოდებენ, საქართველოში შექმნილი ვითარების გამო საერთაშორისო კონფერენცია მოიწვიოს.
XS
SM
MD
LG