Accessibility links

logo-print

მათიას ეორში და კასტრიოტ ისლამი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არსებული ვითარების, საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმებისა და მასმედიის და ეროვნულ უმცირესობათა მდგომარეობის გასაცნობად საქართველოში ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მათიას ეორში და კასტრიოტ ისლამი იმყოფებიან. სამუშაო ვიზიტი მათ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყეს და მათგან მოისმინეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების, წინასაარჩევნო პროცესების და საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა შეფასება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრობლემას.
XS
SM
MD
LG