Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი მშვიდობის გზაზე დაბრკოლებად მიიჩნევს ისრაელის მიერ დასახლებების გაფართოებას


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, ისრაელს „მძიმე, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებების“ მიღება მოუწევს ახლო აღმოსავლეთს სამშვიდობო პროცესთან მიმართებით. შეერთებულ შტატებში ისრაელის ლობისტთა წამყვანი ორგანიზაციის ("ისრაელის საზოგადოებრივ საკითხთა ამერიკული კომიტეტის", AIPAC) კონფერენციაზე გამოსვლისას კლინტონმა გამოთქვა შეფასება, რომ ისრაელის პოლიტიკა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასახლებების გაფართოებას ითვალისწინებს, დაბრკოლებას უქმნის სამშვიდობო პროცესს. დღესვე, მოგვიანებით, კლინტონი ვაშინგტონში შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც უარს ამბობს შეერთებული შტატების მოწოდებაზე, შეაჩეროს ახალი საცხოვრებელი ერთეულების მშენებლობა იერუსალიმის გარშემო. ამავე თემაზე დღეს ბრიუსელში გაკეთდა განცხადება, რომელშიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს ისრაელის გეგმა ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაელთა დასახლებების მშენებლობის გაგრძელების შესახებ. ეს გეგმა, მინისტრების შეფასებით, ხელს უშლის საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევას.
XS
SM
MD
LG