Accessibility links

გია ბარამია შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ძალის გაზრდის გამო


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამია „საგანგაშოდ“ მიიჩნევს აფხაზეთში რუსული სამხედრო ძალის გაზრდას. ბარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 15-16 მარტს ოკუპანტებმა დამატებითი სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეიყვანეს გუდაუთის სამხედრო ბაზაზე. ბარამიას ინფორმაციით, 15-16 მარტს გუდაუთის სამხედრო შტაბში რკინიგზით 22 ერთეული ჯავშანტექნიკა, 11 ტანკი, საწვავი, 1 ვაგონი ტყვია-წამალი, 14 საარტილერიო დანადგარი და 100-120 სამხედრო მოსამსახურე შევიდა. გარდა ამისა, გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში ინტენსიურად მიმდინარეობს სამხედრო ბაზების მშენებლობა. ბარამიამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, სათანადო რეაგირება მოახდინოს ამ ფაქტზე.
XS
SM
MD
LG