Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვიზიტს განაგრძობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები


საქართველოში ვიზიტს განაგრძობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები, რომლებიც დღეს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დღესვე დაგეგმილია მათიაშ ეორშისა და კასტრიოტ ისლამის შეხვედრები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან, პარლამენტის წევრებსა და პრეზიდენტთან. საქართველოში ორდღიანი ვიზიტის შედეგად ევროსაბჭოს წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არსებული ვითარების, საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმების და მასმედიის და ეროვნულ უმცირესობათა მდგომარეობის შესახებ მოხსენებას მოამზადებენ
XS
SM
MD
LG