Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მატიაშ ეორშისა და კასტრიოტ ისლამის ვიზიტის მეორე დღე


საქართველოში ვიზიტს განაგრძობენ მატიაშ ეორში და კასტრიოტ ისლამი
საქართველოში ვიზიტს განაგრძობენ მატიაშ ეორში და კასტრიოტ ისლამი
საქართველოში ვიზიტს განაგრძობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები, რომლებიც სამშაბათს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დღესვე დაგეგმილია მატიას ეორშისა და კასტრიოტ ისლამის შეხვედრები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან, პარლამენტის წევრებსა და პრეზიდენტთან. საქართველოში ორდღიანი ვიზიტის შედეგად ევროსაბჭოს წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არსებული ვითარების, საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმების და მასმედიის და ეროვნულ უმცირესობათა მდგომარეობის შესახებ მოხსენებას მოამზადებენ.
XS
SM
MD
LG