Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუმ ობამასთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ ისრაელს აქვს აღმოსავლეთ იერუსალიმში მშენებლობის უფლება


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან დღეისთვის დანიშნულ შეხვედრამდე განაცხადა, რომ ისრაელს აქვს უფლება, ახალი საცხოვრებელი ერთეულები ააშენოს აღმოსავლეთ იერუსალიმში, რადგან საქმე ეხება მშენებლობას „არა დასახლებაში“, არამედ ისრაელის დედაქალაქის ნაწილში. როგორც ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში, ისრაელის ლობისტთა ორგანიზაციის წინაშე ორშაბათს გამოსვლისას აღნიშნა, ებრაელთა უბნები, რომლებიც იერუსალიმში მდებარეობს, ისრაელის შემადგენელი ნაწილი დარჩება პალესტინელებთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ისრაელის ლობისტთა ამავე ორგანიზაციის შეკრებაზე გამოსვლისას სამშვიდობო პროცესის გზაზე „დაბრკოლება“ უწოდა ებრაელთა დასახლებების გაფართოებას აღმოსავლეთ იერუსალიმში და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
XS
SM
MD
LG