Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვაცლავ ჰაველის ვიზიტი აღარ შედგება


საქართველოში ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ვიზიტი აღარ შედგება. ჩეხეთის საელჩოს განმარტებით, ცნობილი პოლიტიკოსი თბილისში ავადმყოფობის გამო ვერ ჩავა. მაღალი სიცხის გამო დღეს ვეღარ შედგა ჰაველის შეხვედრა ბრიტანეთის პრინც ჩარლზთან და მის მეუღლესთან, კამილასთან, რომლებიც ცენტრალურ ევროპაში ტურნეს პრაღაში ამთავრებენ. ანტი-კომუნისტური წინააღმდეგობის სიმბოლოდ ქცეული ვაცლავ ჰაველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია ათწლეულების განმავლობაში თამბაქოს ხშირი მოხმარების და კომუნისტების დროს რამდენიმე წლის ციხეში გატარების გამო. 1996 წელს ჰაველს კიბოს მკურნალობის მიზნით ოპერაცია გაუკეთდა - მას ფილტვის ნაწილი ამოაჭრეს. მას შემდეგ 73 წლის ყოფილ პრეზიდენტს სასუნთქი გზების პრობლემები ხშირად აწუხებს. 1989 წელს კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ ჰაველი 13 წლის განმავლობაში იყო პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG