Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტი დასავლურ დემოკრატიას ეჭვქვეშ აყენებს


ყირგიზეთის პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის განცხადებამ, რომ დროა, მის ქვეყანაში გადახედულ იქნეს დასავლური ტიპის დემოკრატია, გააჩინა შიში, რომ ყირგიზეთში კიდევ უფრო შეიზღუდება პოლიტიკური თავისუფლებები. დღეს ბიშკეკში გამოსვლისას ბაკიევმა თქვა, რომ დემოკრატია, რომელიც არჩევნებსა და ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებს ემყარება, შეიძლება აღარ იყოს ყირგიზეთის შესაფერისი. ამავე დროს, ბაკიევის თქმით, გადახედულ უნდა იქნეს ადამიანის უფლებების კონცეფცია. დღეს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში და ქალაქ ოშში ადგილი ჰქონდა შეტაკებებს პოლიციასა და ოპოზიციას შორის, რომელიც უკმაყოფილოა ბაკიევის მმართველობით.
XS
SM
MD
LG