Accessibility links

logo-print

სოფელი სურმუში ცაგერის რაიონულ ცენტრს ერთი კვირაა მოწყვეტილია


სოფელში 80 ოჯახი ცხოვრობს. რაიონთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მეწყრის შედეგად დაინგრა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზვიად მინდაძის თქმით, მიწის გამოშრობამდე გზის აღდგენითი სამუშაოები ვერ სრულდება.

მეწყერული პროცესები ცაგერში დღემდე გრძელდება. გეოლოგებმა ახალი ბზარები სოფელ ლარჩვალში დააფიქსირეს.

სტიქიამ ცაგერის რაიონი სერიოზულად დააზარალა. კოკისპირული წვიმების შედეგად, სოფელ ღვირიშში მთა ჩამოიშალა და 53 წლის გიორგი ტყაბლაძე დაიღუპა. მას ქვის ლოდი დაეცა. სოფელ ლაჯანაში 28 სახლი დაიტბორა. განადგურდა საბარგულები და შინაური ფრინველი დაიხოცა. სოფელ ორბელში მეწყერმა 5 ოჯახს საფრთხე შეუქმნა. გეოლოგებმა მათი სხვა ტერიტორიაზე გასახლება მოითხოვეს, რასაც დაზარალებულები არ დათანხმდნენ.

სტიქიამ ონისა და ამბროლაურის რაიონებიც დააზარალა. მთიდან ქვის ცვენის გამო საავტომობილო გზები ჩაიკეტა. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის დავით გაგოშიძის თქმით, ონშიც და ამროლაურშიც საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

სტიქიით გამოწვეული ზარალი დაზუსტებული ჯერ კიდევ არ არის. დავით გაგოშიძის თქმით, სამთავრობო კომისია რეგიონში ამ დრომდე მუშაობს.

დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას მიიღებს თუ არა, უცნობია. ზარალის დაზუსტებამდე ადგილობრივი ხელისუფლება ამ საკითხზე არ საუბრობს.
XS
SM
MD
LG