Accessibility links

logo-print

რუსეთში სასამართლომ დამნაშავედ სცნო ყოფილი მილიციელი ალექსეი დიმოვსკი


რუსეთში სასამართლომ ცილისწამებაში დამნაშავედ სცნო მილიციის ყოფილი მაიორი ალექსეი დიმოვკსი, რომელმაც 2009 წლის ნოემბერში YouTube-ის მეშვეობით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში კორუფციასა და ძალადობაში ამხილა პოლიციის ხელმძღვანელობა. სამხრეთ რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიმოვსკიმ 1800 დოლარის შესაბამისი თანხა უნდა გადაუხადოს თითოეულ მილიციელს, რომლებიც გახმაურებულ ვიდეოჩანაწერებში გააკრიტიკა. დიმოვსკი ამ ვიდეომიმართვებში ირწმუნება, რომ ოფიციალური პირები მას დაწინაურებას ჰპირდებოდნენ, თუ უდანაშაულო ადამიანს დააკავებდა, გარდა ამისა მილიციელებს აიძულებდნენ გაუხსნელი დანაშაულების შესახებ ინფორმაციის გაყალბებას. დიმოვსკის მიმართვამ, რომელიც YouTube-ის ვებსაიტზე 700 000-მდე ადამიანმა ნახა, ბევრის აღშფოთება გამოიწვია რუსეთში, სადაც სულ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას პოლიციის ძალადობის გამო. თვით დიმოვსკი მილიციიდან დაითხოვეს.
XS
SM
MD
LG