Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში „ტიტების რევოლუციის“ მეხუთე წლისთავს აღნიშნავენ


ყირგიზეთში ყოფილ პრეზიდენტ ასკარ აყაევის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი საპროტესტო აქციების წარმატებით დასრულების მეხუთე წლისთავს აღნიშნავენ. დემონსტრაციებს, რომელთაც „ტიტების რევოლუციასაც“ უწოდებენ, ხელისუფლების სათავეში პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის ჩადგომა მოჰყვა. მან მმართველობა პოლიტიკური რეფორმების დაწყების და კორუფციისთვის ბოლოს მოღების დაპირებებით დაიწყო. თუმცა, ხუთი წლის შემდეგ ოპოზიცია თვით ბაკიევს ადანაშაულებს კორუფციაში და ავტორიტარიზმში. გუშინ, ბაკიევის ოპონენტების საპროტესტო გამოსვლებისას, ათობით დემონსტრანტი დააკავეს დედაქალაქ ბიშკეკში და ქალაქ ოშში. გუშინვე ბაკიევმა გამოთქვა შეფასება, რომ დროა გადაისინჯოს ყირგიზეთისთვის დასავლური დემოკრატიის მიზანშეწონილობა.
XS
SM
MD
LG