Accessibility links

logo-print

ნაბუკოს პროექტის განხორციელებას შესაძლოა, საფრთხე შეექმნას


ნაბუკოს პროექტის განხორციელებას შესაძლოა, საფრთხე შეექმნას მას შემდეგ, რაც ევროპაში გაზის ტრანსპორტირების შესახებ აზერბაიჯანმა და თურქეთმა მოლაპარაკება შეაჩერეს. სააგენტო როიტერის ცნობით, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა თანერ იილდიზმა აღიარა, რომ ბაქოსთან მოლაპარაკება თვეზე მეტია არ მიმდინარეობს, რასაც ანკარა პოლიტიკური პრობლემით ხსნის. კერძოდ, აზერბაიჯანი უკმაყოფილოა თურქეთის მცდელობით, სომხეთთან ურთიერთობა მოაგვაროს. ამასთან, ავსტრიის ნავთობკომპანია OMV-ს პრეზიდენტმა ვერნერ აულიმ თურქულენოვან CNN-ს განუცხადა, რომ ახლახან ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელიც შაჰ-დენიზის საბადოდან ნაბუკოს მილსადენით გაზის ტრანსპორტირებას პრაქტიკულად უკვე დათანხმდა. შეგახსენებთ, რომ ნაბუკოს პროექტით, აზერბაიჯანული გაზი ევროპამ საქართველოს ტერიტორიის გავლით უნდა მიიღოს. მილსადენის მშენებლობა მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს.
XS
SM
MD
LG