Accessibility links

logo-print

ქართული მხარის მიერ დაკავებული სამი ახალგაზრდის მშობლები ხვალ გორში ჩავლენ


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ქართული მხარის ტყვეებად მიჩნეული სამი ახალგაზრდის ხაჩიროვის, პლიევისა და ხუგაევის მშობლები გამომძიებლებისთვის ჩვენების მისაცემად ხვალ გორში ჩავლენ - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა დღეს სააგენტო ”რეს”-ს განუცხადა. სანაკოევის ცნობით, მშობლებს მეგზურობას გაუწევენ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ მიწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძიებლად მუშაობენ. თავის მხრივ, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ დაკარგული ოსი მოქალაქეების მშობლების გორში ჩასვლის შესახებ ქართველი სამართალდამცავებისთვის ჯერჯერობით არაფერი უცნობებიათ. ამასთან, ჯუღელმა განმარტა, რომ თუნდაც დაგვიანებით ინფორმირების შემთხვევაში, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ შეიქმნება.
XS
SM
MD
LG