Accessibility links

logo-print

საქართველოში 4 მილიონ 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მათგან 3 მილიონ 700 ათასი ამომრჩეველია?


საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოზე ეროვნული ფორუმის ლიდერებმა და აშშ-ის ელჩმა იმსჯელეს. ფორუმის თავმჯდომარემ კახა შარტავამ ჟურნალისტებს გაუცხადა, რომ ჯონ ბასს არჩევნების ჩასატარებლად არასათანადო გარემოსა და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის მიერ ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენებაზე ესაუბრნენ და გააცნეს ინიციატივები, რომელიც ფორუმის შეფასებით, საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს. შარტავას ცნობით, ამერიკელ დიპლომატსაც უცნაურად ეჩვენა ის, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში 4 მილიონ 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მათგან 3 მილიონ 700 ათასი ამომრჩეველია. ეროვნული ფორუმის განცხადებით, თუ ოპოზიციური პარტიები საარჩევნო გარემოს შესაცვლელად მოქმედებას განაგრძობენ, აშშ ამ პროცესს მხარს დაუჭერს.
XS
SM
MD
LG