Accessibility links

logo-print

ავღანეთმა და ჩინეთმა ეკონომიკის სფეროში შეთანხმებები გააფორმეს


პეკინში გაფორმდა ავღანეთსა და ჩინეთს შორის შეთანხმებები, რომლებიც ავღანეთის ეკონომიკისა და სტაბილურობის ხელშეწყობას უნდა მოემსახუროს. ცერემონიას ჩინეთისა და ავღანეთის პრეზიდენტები დაესწრნენ. ხელმოწერილი დოკუმენტები ითვალისწინებს თანამშრომლობას ეკონომიკის სფეროში, ტექნიკის სფეროში წვრთნას და ჩინეთში ავღანეთიდან ექსპორტების ნაწილისთვის ხელსაყრელი ტარიფების მინიჭებას. მანამდე, ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ჩინელ კოლეგა ჰუ ძინტაოს შეხვდა. განსახილველ საკითხებს შორის სახელდება რეგიონული უსაფრთხოება და ჩინეთის ინვესტიციები ავღანეთის ბუნებრივი რესურსების ათვისებაში.
XS
SM
MD
LG