Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონის განცხადებით, პაკისტანთან ურთიერთობაში "ახალი დღე" იწყება


ვაშინგტონში დაიწყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მოლაპარაკება პაკისტანის დელეგაციასთან, რომელსაც საგარეო უწყების ხელმძღვანელი შაჰ მეჰმუდ ყურეში და არმიის სარდალი, გენერალი აშფაგ კაიანი ხელმძღვანელობენ. როგორც კლინტონმა მოლაპარაკების დაწყებამდე განაცხადა, პაკისტანთან ურთიერთობაში „ახალი დღე“ იწყება. მან მიანიშნა პაკისტანის სულ უფრო აქტიურ მოქმედებაზე ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა. აშშ-პაკისტანის მოლაპარაკებაზე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
XS
SM
MD
LG