Accessibility links

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, რუსების 73 პროცენტი აშშ-ს „აგრესორად“ მიიჩნევს


საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, რუსების თითქმის სამი მეოთხედი შეერთებულ შტატებს „აგრესორ“ ქვეყნად მიიჩნევს. გამოკითხვა დამოუკიდებელმა კვლევითმა ცენტრმა „ლევადამ“ ჩაატარა. კვლევის შედეგებით, რესპონდენტების 73 პროცენტი იზიარებს შეფასებას, რომ შეერთებული შტატები არის „აგრესორი, რომელიც ცდილობს კონტროლი დაამყაროს“ მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე. მარტო 8 პროცენტი ფიქრობს, რომ შეერთებული შტატები „მშვიდობის, დემოკრატიისა და წესრიგის“ დამცველია, ხოლო 19 პროცენტს პასუხის გაცემა გაუჭირდა. "ლევადას" ცენტრის წინა გამოკითხვებმა 2003 და 2007 წლებში აჩვენა, რომ რესპონდენტების 75 და 76 პროცენტი მიიჩნევდა შეერთებულ შტატებს აგრესორად.
XS
SM
MD
LG