Accessibility links

დაფუძნდა ორგანიზაცია “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა”


“სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წარმომადგენლების თქმით მათ ძირითად მიზნებს მართლმადიდებლურ ფასეულობებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობის ხელშეწყობა, ქართული თვითმყოფადობისა და ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესის შენარჩუნება-განვითარება წარმოადგენს. ორგანიზაციის წევრები საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი პირები იქნებიან. მათ შორის არიან ჟურნალისტი ნანა დევდარიანი, “სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე, საქართველოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ელიზბარ ჯაველიძე, პოეტი რეზო ამაშუკელი, “ქართული ფილმის” პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი, მსახიობი დიმა ჯაიანი, იური ვაზაგაშვილი, სტუდია “ობიექტივის” ჟურნალისტი ირმა ინაშვილი, მწერალი თამაზ წივწივაძე, მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე... “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” ოფიციალური პრეზენტაცია დღესაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG