Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი “ევროპის სახალხო პარტიის” ყრილობას დაესწრება


ბრიუსელში დღეს გაიხსნება “ევროპის სახალხო პარტიის” ყრილობა. ყრილობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის ინფორმაციით, ყრილობაში მონაწილეობას მიიღებენ 15-მდე სახელმწიფოს მეთაურები. მიხეილ სააკაშვილი ყრილობის ფარგლებში ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება. საუბარი შეეხება ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარების საკითხს. იგეგმება ყრილობაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაც.

XS
SM
MD
LG