Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა


ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნით თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. მისი ორგანიზატორი რეჟისორი ზაზა სვანაძე იყო. აქციის მონაწილეებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახელობის ქუჩაზე მიიტანეს ძველი ფეხსაცმელები, გააკრეს წარწერა: “ჯორჯ ბუშს - ქართველი ხალხისგან” და მისი და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადახაზული ფოტოები გამოფინეს.
XS
SM
MD
LG