Accessibility links

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ნათია კობერიძეს წერილობით გაუგზავნის შეკითხვებს


ტელეკომპანია ”იმედის” ”მოდელირებული ქრონიკის” შემდეგ წარმოქმნილ შეკითხვებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გადაცემა ”სპეციალური რეპორტაჟის” წამყვანს ნათია კობერიძეს წერილობით გაუგზავნის. საბჭოს თავმჯდომარის ეთერ თურაძის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ, ნათია კობრიძე დაჰპირდა, რომ შეკითხვებს პირადად უპასუხებდა, თუმცა, ბოლო მომენტში გადაიფიქრა და საბჭოს წევრებს აცნობა, რომ მათ შეკითხვებს წერილობითი ფორმით გაეცნობოდა. კობერიძის პასუხებს საბჭო დღის განმავლობაში ელის. მის წევრებს აინტერესებთ, რამდენიმე საკითხი, მათ შორის - იცოდა, თუ არა კობერიძემ, რომ გადაცემა ეთერში ტიტრების გარეშე გავიდოდა და მიაჩნია თუ არა, რომ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დამოუკიდებელი ჟურნალისტია. თავად ნათია კობერიძემ დღეს სააგენტო ”ინტერპრენიუსს” განუცხადა, რომ ”არაკონსტრუქციულ კოლეგებთან შეხვედრას მოერიდა” და მზად არის საბჭოს წევრთა ყველა შეკითხვას წერილობით უპასუხოს.
XS
SM
MD
LG