Accessibility links

logo-print
თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნით. მისი ორგანიზატორი იყო რეჟისორი ზაზა სვანაძე. აქციის მონაწილეებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახელობის ქუჩაზე მიიტანეს ძველი ფეხსაცმელები, გააკრეს წარწერა: “ჯორჯ ბუშს - ქართველი ხალხისგან” და მისი და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადახაზული ფოტოები გამოფინეს.
XS
SM
MD
LG