Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ აშშ და რუსეთი ბირთვულ შეიარაღებაზე ხელშეკრულებას 8 აპრილს პრაღაში გააფორმებენ


ოფიციალური პირების ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა ბირთვული შეიარაღების შემცირების შეასახებ ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას მიაღწიეს - და დოკუმენტს 8 აპრილს გააფორმებენ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში. ოთხშაბათს გავრცელდა კრემლის წარმომადგენლების სიტყვები - რომ შეთანხმება მიღწეულია. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რობერტ გიბსმა კი განაცხადა, რომ „გარკვეული დეტალები“ ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, თუმცა პრეზიდენტები ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი დოკუმენტს ალბათ უახლოეს დღეებში საბოლოოდ შეათანხმებენ. გრძელი მანძილის ბირთვული შეარაღების შემცირების შესახებ ახალმა დოკუმენტმა 1991 წელს დადებული ხელშეკრულება (START) უნდა შეცვალოს, რომელსაც ვადა დეკემბერში გაუვიდა. ივლისში ობამამ და მედვედევმა განაცხადეს, რომ ახალ ხელშეკრულებაში თითოეული ქვეყნისთვის 1,500-დან 1,675-მდე ბირთვული ქობინის შემცირება იქნება გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG