Accessibility links

logo-print

პროცედურული „დარღვევის“ გამო აშშ-ს ჯანდაცვის სფეროს რეფორმების კანონპროექტი კვლავ წარმომადგენელთა პალატას უბრუნდება


შეერთებული შტატების ჯანდაცვის სფეროს რეფორმის ისტორიული კანონპროექტი პროცედურული „დარღვევის“ გამო კვლავ წარმომადგენელთა პალატას უნდა დაუბრუნდეს ხელახალი კენჭისყრისთვის. სენატის დემოკრატების უმრავლესობის ლიდერის, ჰარი რიდის წარმომადგენლის, ჯიმ მენლის განცხადებით, რესპუბლიკელებმა პროექტში ორი მცირე და ტექნიკური პუნქტი აღმოაჩინეს, რომლებიც საბიუჯეტო წესებს არღვევს. ეს პუნქტები ეხება ფედერალური მთავრობის მხრიდან ღარიბი სტუდენტებისთვის გრანტების გაცემას სწავლების გადასახადის დასაფარად. მენლის თქმით, ამ ორ პუნქტს კანონპოექტიდან ამოიღებენ. შემდეგ პროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს და წარმომადგენელთა პალატას დაუბრუნოს კენჭისყრისთვის - სანამ ობამა მას ხელს მოაწერდეს და კანონად აქცევდეს. მენლის განცხადებით, ის დარწმუნებულია რომ წარმომადგენელთა პალატა კანონპროექტს უპრობლემოდ მიიღებს.
XS
SM
MD
LG