Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეტანიაჰუმ აშშ-ში ვიზიტი გარღვევის გარეშე დაასრულა


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ აშშ-ში ვიზიტი ისე დაასრულა, რომ არ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა ისრაელის დასახლებების გაფართოების საკითხის ირგვლივ. ნეტანიაჰუ აცხადებს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი გამოიკვეთა - თუმცა შეერთებული შტატების ოფიციალური პირების ინფორმაციით, ნეტანიაჰუსა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს საგანგებო წარმომადგენელ ჯორჯ მიჩელს შორის ოთხშაბათს გამართულმა მოლაპარაკებამ შეთანხმება ვერ მოიტანა. ვაშინგტონი აკრიტიკებს ისრაელის გეგმებს აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი ებრაული დასახლებების აშენების შესახებ და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი პალესტინელებთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას წინაღობას უქმნის. პარალელურად, გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი ოთხშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინაშე წარსდგა და მათ ახლო აღმოსავლეთში თავიასი ამასწინანდელი ვიზიტის შესახებ უამბო. თავის გამოსვლაში ბან კი მუნმა კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა ისრაელის გეგმა მშენებლობების გაფართოების თაობაზე.
XS
SM
MD
LG