Accessibility links

იორდანიის მეფე ისრაელს აფრთხილებს, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში „ცეცხლს ეთამაშება“


იორდანიის მეფე, აბდულა მეორე აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი „გზათა გასაყარზეა“ ისრაელის გეგმის გამო აღმოსავლეთ იერუსალიმში მშენებლობების გაფართოების თაობაზე. აბდულა მეორეს აზრით, ისრაელი ახლო აღმოსავლეთში „ცეცხლს ეთამაშება“ და მისი მხრიდან საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაზე რეაგირების მოსახდენად „ყველა პოლიტიკური, ლეგალური და დიპლომატიური“ არხი ღიაა. მონარქის თქმით, „ხალხს მობეზრდა ცალმხრივი პროცესი, რომელსაც შედეგი არ მოაქვს“. მეფე აბდულა ამ განცხადებებით კვირის ბოლოს ლიბიაში დაგეგმილი არაბული ქვეყნების სამიტის წინ გამოვიდა.
XS
SM
MD
LG