Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბჭო: ნათია კობერიძემ დაარღვია "ჟურნალისტური ქარტიის" პირველი მუხლი


ტელეკომპანია ”იმედის” ჟურნალისტმა, „სპეციალური რეპორტაჟის“ წამყვანმა ნათია კობერიძემ დაარღვია ”ჟურნალისტური ქარტიის” პირველი მუხლი, რომლის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია - ეს დასკვნა დღეს გამოიტანა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 9-წევრიანმა საბჭომ, მას შემდეგ, რაც შეკითხვებზე კობერიძისგან წერილობით პასუხებს გაეცნო. 13 მარტის ”მოდელირებული ქრონიკის” გამო, ჟურნალისტს 16 და შემდეგ 3 დამატებითი შეკითხვა წერილობით მას შემდეგ გაეგზავნა, რაც ნათია კობერიძემ საბჭოს სხდომაზე პირადად დასწრება გადაიფიქრა. საბჭოს ცნობით, კობერიძე, რომელმაც მხოლოდ 16 შეკითხვას უპასუხა, პირველი ჟურნალისტია, რომელმაც მის მიერვე ხელმოწერილი ეთიკის ქარტიის პირველი მუხლი დაარღვია.
XS
SM
MD
LG