Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ და საფრანგეთმა საბერძნეთის დახმარების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს


გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მიაღწიეს კონსენსუსს ვალების მქონე საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების მიწოდების შესახებ. საინფორმაციო სააგენტოები ევროკავშირის დიპლომატებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ სარკოზის და მერკელის შეხვედრა გაიმართა დღეს, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე. სამიტის მთავარი თემაა საბერძნეთის ვალებით გამოწვეული პრობლემა, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთო ვალუტას, ევროს. მერკელის და სარკოზის შეთანხმება მაშინვე გააცნეს ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპეს. გეგმა ითვალისწინებს დახმარებას საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან, ისევე როგორც ევროკავშირის წევრებს შორის ორმხრივი შეთანხმებებით განსაზღვრულ კრედიტებს.
XS
SM
MD
LG