Accessibility links

logo-print

კაგებეს ყოფილმა აგენტმა, მილიარდერმა ალექსანდრ ლებედევმა გაზეთი „ინდეპენდენტი“ შეიძინა


რუსმა ბიზნესმენმა, კაგებეს ყოფილმა აგენტმა ალექსანდრ ლებედევმა ბრიტანეთის გაზეთი "ინდეპენდენტი" და მისი საკვირაო გამოშვება, "ინდეპენდენტ ონ სანდეი" შეიძინა სიმბოლურ ფასად - ერთ გირვანქა სტერლინგად. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, კომპანიის „Independent News And Media" წინა მფლობელი მომავალი ათი თვის მანძილზე ლებედევის კუთვნილ კომპანია „დამოუკიდებელ მედიას“ 13,7 მილიონ დოლარს გადაუხდის იმის სანაცვლოდ, რომ ახალი მფლობელი დაფარავს გაზეთის მრავალმილიონიან ვალებს და დააფინანსებს ტექნიკური მოდერნიზაციისთვის აუცილებელ ინვესტიციებს. ბოლო წლებში "ინდეპენდენტი" დიდი წაგებით მუშაობდა. მარტო 2009 წელს წაგებამ თითქმის 42 მილიონი დოლარი შეადგინა. გასული წლის იანვარში რუსმა მილიარდერმა ლებედევმა ლონდოში გამომავალი ასევე წამგებიანი გაზეთი „ივნინგ სტანდარტი“ იყიდა, ის უფასო გახადა და ტირაჟი გაასამმაგა.
XS
SM
MD
LG