Accessibility links

logo-print

ევროკავშირი და სავალუტო ფონდი საბერძნეთისთვის დახმარებაზე შეთანხმდნენ


საბერძნეთმა ევროზონის ქვეყნებისგან დახმარების დაპირება მიიღო. გუშინ ევროკავშირის სამიტზე ევროზონის ქვეყნები და საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეთანხმდნენ სესხზე, რომლის მიზანიც საბერძნეთის კრიზისით გამოწვეული ევროს გაუფასურებაა. თუმცა, სესხი მკაცრი პირობებით გაიცემა და არ ითვალისწინებს საბერძნეთისთვის თანხის დაუყოვნებლივ მიწოდებას. გეგმის მიხედვით, საბერძნეთისთვის სესხი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება ხელმისაწვდომი, თუკი ათენი ვერ შეძლებს ფინანსური ბაზრებიდან თანხების მიზიდვას ვალების დასაფარავად. ოფიციალურად არ გამოცხადებულა საბერძნეთისთვის გასაწევი დახმარების მოცულობა. თუმცა, არსებული ინფორმაციით, საგანგებო ვითარებში თანხამ შეიძლება 22 მილიარდი დოლარი შეადგინოს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: ”დღეს ჩვენ მხოლოდ საბერძნეთისთვის არ მიგვიღია გადაწყვეტილება. ევროპა და ევროკავშირი დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა და მოახერხა მას ეფექტიანად უპასუხა”. ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ გამოთქვა იმედი, რომ შეთანხმებული პროგრამა მხოლოდ ”უკიდურეს ვითარებაში” იქნება გამოყენებული. მეორე მხრივ, რუმპე თვლის, რომ ამ ერთობლივი გეგმის შეთანხმებამ უნდა დაარწმუნოს ფინანსური ბაზრები, რომ ევროზონის ქვეყნები საბერძნეთს არ მიატოვებენ.
XS
SM
MD
LG