Accessibility links

გეიტსი: ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის შეფერხებას აშშ-ის მოწინააღმდეგეები იყენებენ


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი აცხადებს, რომ პალესტინელებსა და ისრაელს შორის სამშვიდობო პროცესის არარსებობა საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების იტერესებს. გეიტსმა ხუთშაბათს გამოთქვა შეფასება, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში პროგრესის არარსებობას რეგიონში აშშ-ის მოწინააღმდეგეები იყენებენ. ამ განცხადების ფონია პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციასა და ისრაელს შორის დავა სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. ვაშინგტონი აკრიტიკებს ისრაელის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ახალი საცხოვრებელი ერთეულების აშენებას აღმოსავლეთ იერუსალიმში. ეს გეგმა, ვაშინგტონის განცხადებით, ძირს უთხრის, შეერთებული შტატების შუამავლობით, ისრაელისა და პალესტინელების არაპირდაპირი მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივას.
XS
SM
MD
LG