Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაისუკე ტაკაჰაში პირველი აზიელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა ფიგურულ სრიალში


იაპონელი მოციგურავე დაისუკე ტაკაჰაში პირველი აზიელია, რომელიც ფიგურული სრიალის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ტაკაჰაშიმ ვანკუვერის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ტურინში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი საუკეთესო შედეგი აჩვენა. მეორე ადგილზე გავიდა კანადელი პატრიკ ჩანი, მესამეზე კი - ფრანგი ბრაიან ჟუბერი. ტურინის ჩემპიონატში არ მონაწილეობდნენ ვანკუვერის ოლიმპიადის გამარჯვებული ამერიკელი ევან ლისაჩეკი და რუსი ევგენი პლუშენკო.
XS
SM
MD
LG