Accessibility links

რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტების მიერ შარშან ხელმოწერილი შეთანხმებების რატიფიკაციას


დღეს რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა რატიფიკაციას რუსეთის და მის მიერ აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტების მიერ შარშან ხელმოწერილ შეთანხმებებს, რომლებიც საზღვრების ერთობლივ დაცვას შეეხება. ამ შეთანხმებებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიას შორის განლაგდებიან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოები, რომლებიც საზღვრებს შესაბამისი ადგილობრივი სტრუქტურების ფორმირებამდე დაიცავენ. რუსული ძალები გააკონტროლებენ აფხაზეთის აკვატორიასაც. თავის მხრივ, აფხაზური და ოსური მხარეები რუს მესაზღვრეებს უსასყიდლოდ გადასცემენ უძრავ ქონებას, საჰაერო სივრცეს, ასაფრენ ზოლებსა და კავშირგაბმულობის არხებს.
XS
SM
MD
LG