Accessibility links

logo-print

აღდგომის დღესასწაულის წინა და შემდგომ დღეებში თბილისი-მოსკოვის 6 ჩარტერული რეისი შესრულდება


თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა კვლავ რამდენიმე დღით განახლდება. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ დააკმაყოფილა კომპანია ”აირზენას” განაცხადი და მას აღდგომის დღესასწაულის წინა და შემდგომ დღეებში 6 ჩარტერული რეისის შესრულების ნება დართო. ავიაკომპანიის განმარტებით, რუსეთთან შეთანხმებას საქართველოს მთავრობის და პოლიტიკური პარტიების ჩარევის გარეშე მიაღწია. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებამ თბილისს რამდენიმე ჩარტერული რეისის შესრულების ნება საკითხის ჰუმანიტარული მნიშვნელობის გათვალისწინებით დართო.
XS
SM
MD
LG