Accessibility links

logo-print

რუსეთი აფხაზეთს უახლოესი 2 წლის განმავლობაში 10 მილიარდი რუბლით დაეხმარება


რუსეთი მის მიერ აღიარებულ აფხაზეთს უახლოესი ორი წლის განმავლობაში 10 მილიარდი რუბლით (340 მილიონამდე დოლარით) დაეხმარება, ადგილობრივი ცენტრალური ბანკისთვის კი - 700 მილიონი რუბლის (23,5 მილიონამდე დოლარის) შეღავათიან კრედიტს გასცემს - ამის შესახებ დღეს განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც მიიღო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებლად მიიჩნევს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისთვის კარგი სამართლებრივი ბაზის შექმნას და საზღვაო პორტებს შორის რეგულარულ მიმოსვლას. თავის მხრივ, ბაგაფშმა რუსეთს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავარია ინფრასტრუქტურის და მომგებიანი ეკონომიკური მიმართულებების შექმნა.
XS
SM
MD
LG