Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთი კორეა სამხრეთი კორეისა და აშშ-ის წინააღმდეგ ატომური დარტყმებით იმუქრება


ჩრდილოეთი კორეა დღეს დაიმუქრა, რომ, „უპრეცედენტო ატომურ დარტყმებს“ განახორციელებს სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ, რადგან ისინი ჩრდილოეთში კომუნისტური რეჟიმის დამხობას ცდილობენ. ინფორმაციით, რომელიც ფხენიანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა, სამხედრო ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „ისინი, ვინც ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიულ რესპუბლიკაში სისტემის დამხობას ცდილობს, მთავარ როლს ასრულებს თუ პასიურს, დაუმარცხებელი არმიის უპრეცედენტო ბირთვული დარტყმების მსხვერპლი გახდება". ფხენიანი რეგულარულად გამოთქვამს ასეთ მუქარას. შეერთებული შტატები, სამხრეთი კორეა, ჩინეთი, იაპონია და რუსეთი ცდილობენ ჩრდილოეთ კორეის დაყოლიებას, დაუბრუნდეს ექვსმხრივ მოლაპარაკებას ფხენიანის ბირთვული პროგრამის საკითხებზე. ეს მოლაპარაკება შარშან შეწყდა.
XS
SM
MD
LG