Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები 8 აპრილს ხელს მოაწერენ ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულებას


შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები, ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი შეთანხმდნენ, რომ 8 აპრილს ხელს მოაწერენ ახალ ხელშეკრულებას, რომელიც ორივე ქვეყანში ბირთვული არსენალის შემცირებას ითვალისწინებს. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს და დაადასტურეს, რომ კმაყოფილი არიან ხელშეკრულების ტექსტით. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს თითოეული ქვეყნის არსენალისთვის 1550 ქობინის ლიმიტის დაწესებას. 1550 ქობინა 30 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე ბირთვული შეიარაღების შესახებ წინა ხელშეკრულება, „სტარტ 1“ ითვალისწინებდა. გარდა ამისა, 700-ს არ უნდა აღემატებოდეს თითოეული ქვეყნის მიერ განთავსებული რაკეტებისა და ბომბდამშენების რაოდენობა. ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია 8 აპირლს პრაღაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG