Accessibility links

logo-print

პენტაგონის პროგრამები სამხედრო სფეროს გაძლიერებაში დაეხმარება საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებს


პენტაგონის განცხადებით, ის ხელს შეუწყობს სამხედრო სფეროს გაძლიერებას საქართველოსა და ბალტიის სახელმწიფოებში, რათა მათ დაეხმაროს ავღანეთში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის მზადებაში. პენტაგონის პრეს-მდივნის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ აშშ-ის კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებებში ნათქვამია, რომ საქართველოს, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, ხორვატიისა და უნგრეთისთვის განკუთვნილი პროგრამების მიზანია მათი სამხედრო გაძლიერების ხელშეწყობა, რათა „შეერთებული შტატების ჯარებთან ერთად აწარმოონ ავღანეთში სტაბილიზაციის ოპერაციები“.
XS
SM
MD
LG