Accessibility links

logo-print

უზბეკეთი შეზღუდვებს უწესებს ექიმებს, რომლებსაც საზღვარგარეთ გამგზავრება სურთ


ცნობების თანახმად, უზბეკეთის ხელისუფლებამ შეზღუდვები დაუწესა ექიმებს, რომლებიც საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებენ. ცენტრალური აზიის დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი, „ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი“ იტყობინება, რომ უზბეკეთის ხელისუფლება მკაცრ მოთხოვნებს უყენებს სამედიცინო პერსონალს ქვეყნიდან გამგზავრების სურვილის შემთხვევაში. ამავე წყაროს ცნობით, ექიმისაგან მოითხოვენ, რომ უცხოეთში თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიში უნდა წარმოადგინოს სამშობლოში დაბრუნებიდან სამი დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დამსჯელი ღონისძიებები და ქვეყნიდან გამგზავრების აკრძალვა ემუქრება.
XS
SM
MD
LG