Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ ურთიერთსროლის პასუხად ღაზის სექტორში ისრაელის ტანკები შევიდა


ვრცელდება ცნობები ღაზის სექტორში ისრაელის ტანკების შესვლის შესახებ მას შემდეგ, რაც ორი ისრაელელი ჯარისკაცი - ერთ-ერთი მათგანი ოფიცერი - და ორი პალესტინელი დაიხოცა დღეს უფრო ადრე მომხდარი ურთიერთსროლის დროს. იუწყებიან, რომ ღაზაში ისრაელის 5 ტანკი და ორი დაჯავშნული ბულდოზერი შევიდა და ქალაქ ხან იონისისკენ დაიძრა. ისრაელის არმიამ საფარიდან განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ დააკისრა. ჰამასმა დაადასტურა, რომ „ისრაელის საჯარისო ნაწილები“ ღაზაში დაახლოებით 500 მეტრის სიღრმეში შევიდნენ და რომ კიდევ ერთი სროლა მოხდა - თუმცა მას წინა თავდასხმა არ უხსენებია და განაცხადა, რომ მისი ძალები ღაზაში შესულ ისრაელის ჯარისკაცებს თავდაცვის მიზნით ესროდნენ.
XS
SM
MD
LG