Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას „უსაფრთხოების სახურავი“, რომლის შემადგენლობაში რუსეთიც შევიდოდა


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას ეგრეთწოდებული უსაფრთხოების სახურავი, რომლის შემადგენლობაშიც შევიდოდა რუსეთიც და რომელიც მოემსახურებოდა უკონტროლო სახელმწიფოების მხრიდან პოტენციური ბირთვული თავდასხმების მოგერიებას. დღეს ბრიუსელში გამოსვლისას რასმუსენმა თქვა, რომ ასეთი დამცავი სისტემა საჭიროა ბირთვული იარაღის გავრცელების მზარდი საფრთხის პირობებში. მან ისაუბრა ირანზე, რომლის რაკეტებს უკვე შეუძლიათ მისწვდნენ ევროპას. რასმუსენმა მოუწოდა ნატოს, ნოემბერში ლისაბონის სამიტზე მიიღოს გადაწყვეტილება ბირთვული თავდაცვის საკითხში.
XS
SM
MD
LG