Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანკ კი მუნი: ისრაელისა და პალესტინელთა კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობაზე გადის


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა არაბთა სამიტის მონაწილეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ აშშ-ის ძალისხმევას, მამართულს ისრაელსა და პალესტინელებს შორის, შუამავალთა მეშვეობით, სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისკენ. ლიბიის ქალაქ სირთეში მიმდინარე არაბ ლიდერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოსვლისას, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ, როგორი განსხვავებულიც უნდა იყოს მოსაზრებები, ისრაელისა და პალესტინელთა კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობაზე გადის. ბან კი მუნმა იმედი გამოთქვა, რომ შუამავლების მეშვეობის მოლაპარაკების დაწყებას მალევე მოჰყვება მხარეთა უშუალო მოლაპარაკებები, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება საერთო მიზნის, სტატუსის საკითხის გადაწყვეტა - რაც, გაეროს გენერალური მდივნის აზრით, უახლოესი 24 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს.
XS
SM
MD
LG