Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი საქართველოს ბრძოლისუნარიანობას გააძლიერებს


პენტაგონმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ბალტიისპირა ქვეყნების ბრძოლისუნარიანობას გააძლიერებს, რათა ავღანეთში შეერთებული შტატების ჯარებთან ერთად მოქმედებისთვის მზადებაში დაეხმაროს მათ. ამერიკის ხელისუფლების წარმომადენლები აღიარებენ, რომ დაძაბულობა ჰქონდათ მოსკოვთან ადრე, რუსეთის მეზობლების შეიარაღებული ძალების გაძლიერებისკენ მიმართულ მსგავს პროგრამებთან დაკავშირებით. როგორც პენტაგონის წარმომადგენლმა, ბრაიან უიტმენმა თქვა პარასკევს, კონგრესისთვის გაგზავნილ განცხადებაში პენტაგონი იუწყება, რომ საქართველოს, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, ხორვატიისა და უნგრეთისთვის განკუთვნილი პროგრამები ითვალისწინებს მათი სამხედრო ძლიერების გაზრდას, „რათა მათ ავღანეთში შეერთებული შტატების ჯარებთან ერთად შეძლონ სტაბილიზაციის ოპერაციების წარმოება.“
XS
SM
MD
LG