Accessibility links

logo-print

რუსმა სამხედროებმა გორის რაიონის სოფელ კირბალის მოსახლე დააკავეს


რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი ქართველი დააკავეს. გორის რაიონის სოფელ კირბალის მაცხოვრებელი 30 წლის მამუკა სამხარაძე ტყეში ფიჩხის შესაგროვებლად პარასკევს საღამოს წავიდა, მაგრამ სახლში აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრები და ნათესავები მას მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ. კირბალელების თქმით, სამხარაძე სოფლის მიმდებარე ტყიდან რუსმა მესაზღვრეებმა ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. მსგავსი შემთხვევა კირბალში დაახლოებით ერთი თვის წინაც მოხდა. ტყეში სანადიროდ წასული ბიძა და ძმისშვილი ვაჟა და ბექა თაყაძეები რუსმა სამხედროებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ოსურ მხარეს გადასცეს. დაკავებულები ამ დრომდე ცხინვალის ციხეში იმყოფებიან. ქართველი სამართალდამცავები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქართველი პატიმრების გათავისუფლებას უშედეგოდ ცდილობენ.
XS
SM
MD
LG