Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აიად ალავი მზადაა, ერაყის ყველა პარტიასთან აწარმოოს მოლაპარაკება ახალი მთავრობის შესაქმნელად


ერაყის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრაში ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აიად ალავიმ თქვა, რომ ყველა პარტიასთან სურს მოლაპარაკებების წარმოება ახალი მთავრობის შესაქმნელად. ალავის სიტყვებით, მისი ალიანსი - „ერაყია“ - გახსნილია მოლაპარაკებებისთვის ყველასთან და მზად არის ახლავე შეუდგეს ამას. 7 მარტს გამართული კენჭისყრის საბოლოო შედეგების მიხედვით, ალავიმ 91 ადგილი მოიპოვა 325-ადგილიან პარლამენტში. ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ნური ალ მალიკის ბლოკი 89 ადგილით მეორეა.
XS
SM
MD
LG