Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გზის პირას დამონტაჟებული ბომბების აფეთქებებს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავღანეთში გზის პირას დამონტაჟებული ბომბების აფეთქებებს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის არის ხუთი ბავშვი. ხელისუფლების თანახმად, ბავშვები მოკლულ იქნენ დასავლეთის პროვინცია ჰერათში, როცა შაბათს გზის პირას ბომბი აფეთქდა ანგილის ოლქში. კიდევ ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა ორ სხვადასხვა, მაგრამ მსგავს ინციდენტში. ეს ორი აფეთქება ასევე შაბათს მოხდა სამხრეთის პროვინცია ჰელმანდში, ნათქვამია განცხადებაში. მასში არ არის დეტალებზე საუბარი, მაგრამ მომხდარისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს თალიბ მეამბოხეებს.
XS
SM
MD
LG