Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სარაკეტო იერიშის შედეგად ოთხი ადამიანია მოკლული ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში


პაკისტანის დაზვერვის სამსახურები იუწყებიან, რომ დღეს შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავის მიერ გაშვებულმა რაკეტამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ავღანეთის საზღვრის პირას. როგორც იტყობინებიან, ხუთი ადამიანი დაიჭრა. იერიში განხორციელდა ქალაქ მირ ალიში, რომელსაც, პაკისტანური წყაროების თანახმად, ალ ყაიდისა და თალიბანის მებრძოლები აფარებენ თავს. ჩრდილოეთ ვაზირისტანში მდებარე ეს ქალაქი ითვლება პაკისტანელი საველე მეთაურის, ჰაფიზ გულ ბაჰადურის მებრძოლთა დასაყრდენ პუნქტად. ბაჰადური ალ ყაიდისა და თალიბანის მოკავშირეა.
XS
SM
MD
LG